ვარძიის ოთხთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარძიის ოთხთავი

ვარძიის ოთხთავი ანუ სახარებაXII-XIII საუკუნეების ქართული საზეიმო ხასიათის ხელნაწერი სახარება. სავარაუდოდ ეკუთვნოდა თამარ მეფეს. XVI საუკუნემდე ვარძიაში ინახებოდა; სპარსელების მიერ ვარძიის გაძარცვის შემდეგ ლევან კახთა მეფის ვაჟმა გამოისყიდა და ისევ ვარძიას შესწირა. დღეს ვარძიის ოთხთავი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Q ფონდში ინახება (Q-899).

საწერ მასალად გამოყენებულია მაღალი ხარიხის თეთრი ეტრატი. ხელნაწერი შეიცავს 289 ფურცელს, რომელთა ზომებია 23X18 სანტიმეტრი. წიგნს ჰქონია ვერცხლის ყდა ღვთისმშობლის მინანქრიანი ხატით, რომელიც მოგვიანებით შემოუძარცვავთ და სხვა ყდით ჩაუნაცვლებიათ.

ვარძიის ოთხთავში სახარების ტექსტი გადაწერილია კლასიკური კალიგრაფიული ნუსხურით, ორ სვეტად. სათაურები შესრულებულია სინგურით ასომთავრულად. ტექსტის მნიშვნელოვანი ადგილები და საზედაო ასოები ოქრომელნითა და ფერადებითაა შესრულებული. ხელნაწერი გამორჩეულია თავისი მდიდრული და ორიგინალური გაფორმებით. მახარებელთა გამოსახულებები შესრულებულია ტექსტიან ფურცლებზე და მცირე ადგილს იკავებს. მინიატიურები ორიგინალური ორნამენტებითაა შემკული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ხელნაწერი, V-IX საუკუნეები, ალბომი, თბილისი, 2012, გვ. 75

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]