კუჭატნის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კუჭატანის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატანში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. დაზიანებულია: თითქმის მთლიანადაა დანგრეული დასავლეთი კედელი, აყრილია სახურავის საფარი, ჩამოშლილია ლავგარდანი.

შესასვლელი სამხრეთითაა. კედელი საკმაოდ ვიწროა. გარედან იგი თაღოვანია, შიგნიდან კი თარაზულადაა გადახურული. შესასვლელის გვერდებზე თითო სათოფურია, რომლებიც კარის ღერძისკენ არიან მიმართული.

ეკლესიის შიდა სივრცე აღმოსავლეთით დასრულებულია ოდნავ ნალისებრი აფსიდით. კონქის თაღი ნახევარწრიული ფორმისაა. აფსიდის ღერძზე გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. თითო თაღოვანი სარკმელი ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებშიცაა. აფსიდის შუაში დგას ქვის ტრაპეზი. ეკლესიის დარბაზი გადახურულია ნახევარცილინდრული კამარით. კამარა ორ, ნახევარწრიული ფორმის საბჯენ თაღს ეყრდნობა. მათგან ერთი, დარბაზის შუაშია, ეყრდნობა კრონშტაინებს, მეორე - დასავლეთი კუთხის პილასტრებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]