კურთხევანი (A-1110)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კურთხევანი (A-1110) — XIV-XV საუკუნეების ქართული ხელნაწერი წიგნი, კურთხევანი. წარმოადგენს კრებულს, რომელშიც სხვადასხვა საის ლოცვებია წარმოდგენილი, მათ შორის ბევრი სამკურნალო ხასიათისაა. ძველ ქართულ კრებულთა შორის ეს წიგნი ე. წ. გარდამავალი ტიპის კრებულთა ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც ფართო საზოგადოებისათვისაა განკუთვნილი. უცნობია გადამწერი და გადაწერის ადგილი. ხელნაწერი, სავარაუდოდ, ძალიან ძველი დედნის ასლია. ტექსტები ახლოს დგას კლარჯულ თარგმანებთან.

ხელნაწერი 118 ფურცელს შეიცავს, აქედან მხოლოდ ორია ეტრატი, დანარჩენი 116 კი აღმოსავლურ ქაღალდს წარმოადგენს. ფურცლის ზომებია 24,5X20,5 სანტიმეტრი. ტექსტი ნაწერია ნუსხური დამწერლობით, სათაურებბი და საზედაო ასოები სინგურითაა შესრულებული. ტექსტი უხვადაა გაფორმებული ფერადებით შესრულებული თავბოლოკაზმულობებით, ადამიანის, ცოველების, ფრინველებისა და მცენარეული გამოსახულებებით. მხატვრულადაა გაფორმებული საზედაო ასოები და ვარდულები.

კურთხევანის ეს ხელნაწერი დღეს ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდში (A-1110).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 81