კუდუხაანთ ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კუდუხაანთ ციხე — არქიტექტურული ძეგლი (კოშკი) კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ჭალიდან 300 მეტრით ჩრდილო-დასავლეთით, კუდუხანთკარის მიდამოებში. კოშკი (8,25×7 ) აგებულია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. შესასვლელი აქვს პირველი სართულის ჩრდილოეთი კედლის დასავლეთ ნაწილში. ეს სართული ნაწილობრივ ამოვსებულია ნანგრევებით. მეორე სართული ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია გეგმით სწორკუთხა ბუხარი. მის მარცხნივ ვიწრო სათოფურია დატანილი. სამი სათოფურია აღმოსავლეთ კედელშიც. მესამე სართულის დასავლეთ კედელში ორი სათოფურია. სართულშუა გადახურვები გამართულია ხის კოჭებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]