კუდბაწარასებრნი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუდბაწარასებრნი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
რიგი: ქორჭილასნაირნი
ოჯახი: კუდბაწარასებრნი
ლათინური სახელი
Trichiuridae
დაცვის სტატუსი

კუდბაწარასებრნი (Trichiuridae), თევზების ოჯახი ქორჭილასნაირთა რიგისა. სხეული ხმლისებრია, ძლიერ წაგრძელებული, მოვერცხლისფრო. სხეულის უკანა ნაწილი გაწვრილებული და ძაფისებრია. აქვს დიდი პირი, მსხვილი კბილები. შეიცავს 9-10 გვარის 20 სახეობას. გავრცელებულია თბილ და ზომიერ ზღვებში. კუდბაწარასებრნი იკვებებიან თევზებით. ევროპისა და ამერიკის სანაპირო ადგილებში ბინადრობს ჩვეულებრივი კუდბაწარა (Trichiurus lepturus). აზიის სანაპიროებში და ვლადივოსტოკთან (შემოდგომაზე) გავრცელებულია ხმალთევზა (Trichiurus japonicus), რომელიც რეწვის ობიექტია.

ლიტერატურა [რედაქტირება]

  • დემეტრაშვილი მ., ქსე, ტ. 6, გვ. 55, თბ., 1983