კროზის გიორგობის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კროზის გიორგობის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ კროზის სამხრეთ-აღმოსავლეთით. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

დღეისთვის დარბაზული ეკლესიიდან ნანგრევები შემორჩა. ძეგლი აშენებულია ძირითადად ტუფის გათლილი აგურით. გადარჩენილი ქვებიდან საინტერესოა ქვა ჯვრით და ქვა დიდი ფოსოთი, რომელიც ემბაზს ან კვარცხლბეკს (ბუნის ქვა) წარმოადგენს. აზომვა ვერ ხერხდება. ტერიტორია დაფარულია ხავსითა და სხვადასხვა მცენარეებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004