კრისტიან ალბერტი (ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრისტიან ალბერტი
წოდებები
ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი
დაიბადა 3 თებერვალი, 1641
გარდაიცვალა 6 იანვარი, 1695, (53 წლის)
საგვარეულო ოლდენბურგები
მეუღლე(ები) ფრედერიკა ამალია დანიელი
შვილ(ებ)ი ფრედერიკ IV, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი
კრისტიან ავგუსტი
მარია ელიზაბეთი
მამა ფრედერიკ III, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი
დედა მარია ელიზაბეთ საქსონიელი
რელიგია ლუთერანიზმი

კრისტიან ალბერტ ჰოლშტაინ-გოტორპელი (დან. Christian Albrecht af Holsten-Gottorp; დ. 3 თებერვალი, 1641 — გ. 6 იანვარი, 1695) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ფრედერიკ III-ისა და მარია ელიზაბეთ საქსონიელის ვაჟი. ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი 1659-95 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისტიან ალბერტი დაიბადა 1641 წლის 3 თებერვალს, გოტორპში. იგი იყო ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ფრედერიკ III-ისა და მისი ცოლის, მარია ელიზაბეთ საქსონიელის ვაჟი. იგი 1659 წელს ჰერცოგი გახდა, მას შემდეგ, რაც დანიის მეფე კრისტიან V-მ მამამისი მოაკვლევინა. იგი იძულებული გახდა დანიის მხარეზე გადასულიყო. მოგვიანებით, დანიასა და ჰოლშტაინ-გოტორპს შორის მშვიდობის დასამყარებლად, მან ცოლად მეფის ასული ფრედერიკა ამალია დანიელი შეირთო ცოლად, თუმცა ძველი მტრობა კვლავ გრძელდებოდა.

კრისტიან ალბერტი და მისი ცოლი, ფრედერიკა ამალია

მამის მსგავსად, თავის დასაცავად კრისტიან ალბერტიც პრო-შვედურ პოლიტიკას ატარებდა, რასაც განსაკუთრებით ის ფაქტი აიოლებდა, რომ მისი და, ჰედვიგ ელეონორა ჰოლშტაინ-გოტორპელი შვედეთის დედოფალი იყო. სწორედ ამან გამოიწვია შვედეთის ჩრდილოეთისა და რამდენიმე სხვა დანიის ომში ჩაბმა. 1675-89 წლებში კრისტიან ალბერტი ცოლ-შვილთან ერთად ჰამბურგში ცხოვრობდა. საბოლოოდ მან საღვთო რომის იმპერატორისა და სხვა ევროპელი მოკავშირეების დახმარებით, მოახერხა და დანიის მეფეს მისი უკან დაბრუნების ნებართვა გამოაცემინა.

კრისტიან ალბერტმა, თავისი მცირე წვლილი შეიტანა დანიის კულტურულ და განმანათლებლურ განვითარებაში. 1655 წელს დააარსა კილის უნივერსიტეტი. 1678 წელს დააარსა ჰამბურგის ოპერა. ასევე მფარველობდა არაერთ მხატვარს. იგი გარდაიცვალა 1695 წლის 6 იანვარს, 53 წლის ასაკში.

ქორწინება და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1667 წლის 24 ოქტომბერს, კრისტიან ალბერტმა ცოლად შეირთო დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ III-ისა და დედოფალ სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელის ასული ფრედერიკა ამალია დანიელი, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი:

  1. სოფია ამალია (1670-1710), ცოლად გაჰყვა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგ ავგუსტ ვილჰელმს;
  2. ფრედერიკ IV (1671-1702), ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ჰედვიგ სოფია შვედი, იგი იყო რუსეთის მონარქთა წინაპარი;
  3. კრისტიან ავგუსტი (1673-1726), ცოლად შეირთო ალბერტინა ფრედერიკა ბადენელი, რომელთა შთამომავლებიც შვედეთის მონარქები გახდნენ;
  4. მარია ელიზაბეთი (1678-1755), კიდლინბურგის აბატისა;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • C. R. Rasmussen, E. Imberger, D. Lohmeier, I. Mommsen: Die Fürsten des Landes – Herzöge und Grafen von Schleswig-Holstein und Lauenburg. Wachholtz Verlag, Neumünster 2008, S. 162.
  • Lohmeier (Lit.), S. 72
  • Melanie Greinert: „Auff dem Hoch-Fürstlichen Beylager“. Ablauf, Inszenierung und dynastische Bedeutung Gottorfer Vermählungen im 17. Jahrhundert am kursächsischen, dänischen und schwedischen Hof. In: Zeitschrift des Vereins für Schleswig-Holsteinische Geschichte 139 (2014), S. 49–76; S. 63–69
  • Nicolaus Schmidt: Arnis 1667 – 2017. Wachholtz Verlag, 2017, S. 34f.
  • C. R. Rasmussen, E. Imberger, D. Lohmeier, I. Mommsen: Die Fürsten des Landes – Herzöge und Grafen von Schleswig-Holstein und Lauenburg. Wachholtz Verlag, Neumünster 2008, S. 164.
  • Nicolaus Schmidt: Arnis 1667 – 2017. Wachholtz Verlag, 2017, S. 41
  • Lohmeier (Lit.), S. 77
  • Jens Martin Neumann: „Das Schloss aus Ruinen wieder zu erwecken“. Friederike Amalie von Gottorf und ihr Witwensitz zu Kiel. In: Mitteilungen der Gesellschaft für Kieler Stadtgeschichte 87 (2013), S. 1–30