კრაკენი (კარიბის ზღვის მეკობრეები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კრაკენი (ინგლ. The Kraken) — უოლტ დისნეის „კარიბის ზღვის მეკობრეების“ პერსონაჟი. ცნობილი გახდა ფილმების სერიით. პერსონაჟის დებიუტი შედგა ფილმში „კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრის სკივრი“. ურჩხული ემორჩილება კაპიტან დეივი ჯოუნსს.

კრაკენი არის მფრინავი ჰოლანდიელის კაპიტნის დეივი ჯოუნსის ურჩხული, რომელმაც ფილმ „მკვდრის სკივრში“ ჯეკ ბეღურა შეჭამა და დეივი ჯოუნსის მკვდრების სამყაროში გაგზავნა. კრაკენმა ჯეკ ბეღურა დეივი ჯოუნსის ბრძანების შედეგად შეჭამა. შემდეგ კი ის დეივი ჯოუნსმა ბრიტანელი ადმირალის კატლერ ბეკეტის ბრძანებით მოკლა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]