კრაალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიპური კრაალი ბულავაიოსთან ახლოს, XIX საუკუნე.

კრაალი (ნიდერლ. kraal, წარმოშობილია პორტ. curral-დან — საქონლის ეზო, საქონლის ბაკი) — სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკის მესაქონლე ხალხების (ბანტუ, ჰოტენტოტები და სხვ.) დასახლება. შედგება წრიულად განლაგებული შლადი ქოხებისაგან და ახასიათებს შინა მოედანი, საქონლის ბაკისათვის განკუთვნილი. ხშირად შემორტყმული აქვს ღობეც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]