კოჰორტა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Roman Millitary banner.svg

კოჰორტა (ლათ. cohors (cohortis) - ქვეითი ჯარისკაცების რაზმი ძველ რომში, რომელიც ლეგიონის მეათედ ნაწილს შეადგენდა. ძვ. წ. II საუკუნის ბოლოდან ჩვენს ერამდე რომის არმიის ერთ-ერთი უმთავრესი ტაქტიკური ქვედანაყოფი. ამ დროიდან კოჰორტების რაოდენობა ლეგიონში უკვე ათს აღწევდა. მესამე პუნიკურ ომში ერთი კოჰორტა 2 მანიპულას მოიცავდა, ამდენად ყოველ მწკრივს არა 10 მანიპულა, არამედ 5 კოჰორტა შეადგენდა შესაბამისი მონაკვეთებით. ავგუსტუსის დროს პირვანდელი ათკოჰორტიანი ლეგიონი დარჩა. კოჰორტის შემადგენლობა 555 ფეხოსანს და 66 მხედარს მოიცავდა. გარდა ამისა, პირველ კოჰორტაში მეომართა რაოდენობა გაორმაგდა. ეს ათი კოჰორტა ორ მწკრივად დგებოდა თითოში ხუთ-ხუთი კოჰორტით. წინა მწყობრის მარჯვენა ფრთაში პირველი კოჰორტა იდგა, ზუსტად მის უკან კი მეექვსე; მარცხენა მხარეს მეხუთე კოჰორტა, მის უკან მეათე იკავებდა ადგილს. ეს საბრძოლო წყობა ტრაიანესა და ადრიანეს დრომდე შემორჩა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • უცხო სიტყვათა ლექსიკონი", თბ., 1989, გვ. 260
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე