კოქციდიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოქციდიები

კოქციდიები (ლათ. Coccidia) — უმარტივეს ცხოველთა რიგი სპორიანების კლასისა, შეიცავს 1000-ზე მეტ სახეობას, უჯრედშიგა პარაზიტებია, აქვთ პატარა, მომრგვალო უჯრედის ფორმა და ბუშტისებური ბირთვი. პარაზიტობენ უხერხემლო და ხერხემლიანი ცხოველების საჭმლის მომნელებელი ორგანოების ეპითელურ უჯრედებში. ადამიანს იშვიათად აღმოაჩნდება (შუა აზიასა და ამიერკავკასიაში) კოქციდიების ზოგიერთი სახეობა (ლათ. Isospora hominis და ლათ. Isospora belli), რომელიც იწვევს ნაწლავთა დაავადებას, კოქციდიების თითოეული სახეობა ერთ გარკვეულ მასპინძელ-ცხოველში პარაზიტობს. მათი სასიცოცხლო ციკლია უსქესო გამრავლება, სქესობრივი პროცესი და სპოროგონიის კანონზომიერი მორიგეობა. კოქციდიების უმრავლესობა ერთ მასპინძელში ვითარდება, ზოგი — ორში. ზოგი კოქციდიები იწვევს კოქციოდიოზს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]