კოსმოგონია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
კოსმოგონია (ბერძნ. κοσμογονίαl შედგება ბერძ. სიტყვებიდან: κόσμος - სამყარო და γονή - დაბადება) — მოძღვრება სამყაროს წარმოშობის ან შექმნის შესახებ. ჰესიოდეს დროიდან ის გვევლინებოდა მრავალი ფილოსოფიური ტრაქტატის სიუჟეტად. თანამედროვე ეპოქაში კი კოსმოგონია წარმოადგენს მეცნიერების დარგს, რომელიც შეისწავლის სამყაროს ყველა ასტრონომიული ობიექტის წარმოშობასა და განვითარებას.