კორეის პროვინციები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პროვინციები (დო) იყო კორეის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები კორიოს დინასტიის მმართველობიდან, მას წინ უძღოდა დაყოფა „ჩუ“ და „მოკი“, რომელმაც სათავე სილას პერიოდში დაიდო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სილას სახელმწფოს არსებობისას, 668-935 წლებში, კორეა ცხრა „ჩუდ“ იყო დაყოფილი. სიტყვა ჩუ ჩინური ენიდანაა გადმოსული, რომელშიც ის პროვინციის აღმნიშვნელად გამოიყენება. ძველ კორეაში ეს სიტყვა აღნიშნავდა როგორც პროვინციებს, ასევე პროვინციათა დედაქალაქებს.

935-936 წლებში, როცა კორიომ სილა და პექჩე დაიპყრო, ახალი სამეფო დაიყო ერთ სამეფო და თორმეტ ადმინისტრაციულ რაიონად, რომელიც შემდგომში ათ პროვინციად („დო“) იქნა დაყოფილი. 1009 წელს სამეფოში განხორციელებული ცვლილებების შედეგად გაჩნდა ხუთი პროვინცია და ორი რაიონი, ხოლო სამეფო რაიონი კვლავ შენარჩუნდა. სახელი „დო“ ნასესხებია ჩინურისგან.

1392 წლიდან ქვეყანის მართვა ჩოსონის დინასტიამ დაიწყო და 1413 წელს, კორეა კვლავ რვა პროვინციად დაიყო. პროვიციათა საზღვრები მთლიანობაში ემთხვეოდა კორეის გეოგრაფიულ და დიალექტურ რეგიონებს. ახლა ისინი ცნობილია კორეის რვა პროვინციის სახელით. 1895 წელს, კაბოს რეფორმის შემდეგ, ქვეყანა დაიყო ოცდასამ რაიონად („ბუ“), რომელიც შემდეგ ცამეტ პროვინციად იქცა.

კოგურიოს პროვინციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

892 წელს კიონ ჰვონმა დააარსა სამეფო, რომელიც დღეს ჰუპექჩეს სახელითაა ცნობილი (სილას სამხრეთ-დასავლეთით). 918 წელს კი მეფე ვანგონმა კორიოს სამეფო დააარსა (დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთით). 935 წელს კორიომ დაიპყრო სილას დარჩენილი ნაწილი და 936-ში კი ჰუპექჩე. სონაკი ძალიან გაიზარდა და კოგურიო დაერქვა. ტეჩომ კოგურიოს სამეფოს ტერიტორიის დაპყრობით კორიო გააფართოვა კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთამდე. კედელი იყო აშენებული მდინარე იალუცზიანის ჩრდილო-დასავლეთიდან იაპონიის ზღვამდე სამხრეთ-აღმოსავლეთით, კოგურიოსა და ჩრდილო-აღმოსავლეთის ტერიტორიების საზღვართან.

ქვეყნას ერთი დედაქალაქი და სამი ქალაქი ჰქონდა: ტონგიონი - თანამედროვე კიონჯუ და სილას ყოფილი დედაქალაქი, ნამიონი - სეული და სოიონი - ფხენიანი.

თავიდანვე ქვეყანა გაყოფილი იყო ერთ სამეფო და თორმეტ ადმინისტრაციულ რაიონად.

მალევე თორმეტი რაიონი ათ პროვინციად გადანაწილდა. კვანედო მოიცავდა შემდეგ რაიონებს: იანჯუ, ჰვანჯუ, კვანჯუ და ჰედუ; ჩონვონდოში შედიოდა ჩონჯუ და ჩჰუნჩონი; ჰანამდო შეცვალა კონჯუმ; კანამდო გახდა ჩონჯუ; იონამდო - სანჯუ; სანამდო - ჩინჯუ და ჰეიანდო ჩაანაცვლა ნაჯუ და სონჯუ; დანარჩენი სამი პროვინცია იყო იონდონდო, პანბანდო და პესოდო.

1009 წელს ათი პროვინცია შეიცვალა ხუთად და ორ ოლქად.

ჩოსონის პროვინციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1413 წელს, კორეა, რომელსაც იმ დროს ჩოსონი ეწოდებოდა, დაყოფილი იყო რვა პროვინციად:

1895 წელს, კორეა დაიყო ოცდასამ რაიონად, რომელთაგან თითოეულს საკუთარი დედაქალაქის სახელი დაერქვა. მიუხედავდ ამისა, მომდევნო წელს პროვინციების სისტემა კვლავ იქნა აღდგენილი.

1896 წელს, პროვინციების სისტემა აღდგა და მანდ 1945 წლამდე იარსება. ხუთი პროვინცია კი სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებად გაიყო: ჩოლადო, ჰამგიონდო, პჰიონანდო, კიონსანდო და ჩჰუნჩჰონდო.

ცამეტი პროვინცია: კანვონდო, კიონგიდო და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Nahm, Andrew. Korea: Tradition and Transformation - A History of the Korean People. — Hollym International, 1988.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]