პექჩე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პექჩე 375 წელს.

პექჩე — კორეის სამი უძველესი სახელმწიფოდან (კოგურიო, პექჩე, სილა) ერთ-ერთი. ვარაუდობენ, რომ აღმოცენდა ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში. პექჩეს სოციალ-ეკონომიკუი წყობილება ნაკლებადაა შესწავლილი. ისტორიკოსების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ პექჩე მონათმფლობელური სახელმწიფო იყო, სხვები პექჩეს ფეოდალურ ურთიერთობათა ჩამოყალიბების პერიოდის სახელმწიფოდ თვლიან. 663 წელს სილასა და ჩინეთის დინასტიის ტანის წინააღმდეგ ომის შედეგად პექჩემ არსებობა შეწყვიტა. VII საუკუნის ბოლოს პექჩეს ტერიტორია სილას გადაეცა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პექჩე&oldid=2412904“-დან