კორალინი (ფილმი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კორალინი | |
|---|---|
| რეჟისორი | ჰენრი სელიკი |
| პროდიუსერი | ჰენრი სელიკი, კლერ ჯენინგსი |
| სცენარის ავტორი | ჰენრი სელიკი |
| ნაწარმოები | კორალინი: ნილ გეიმენი |
| როლებს ახმოვანებენ | დაკოტა ფენინგი ტერი ჰეტჩერი ჯენიფერ სონდერსი დოუნ ფრენჩი ჯონ ჰოჯმენი იენ მაკ-შეინი |
| კომპოზიტორი | ბრუნო კულე |
| სტუდია | Laika Entertainment Pandemonium |
| დისტრიბუტორი | Focus Features |
| ქვეყანა | |
| ხანგრძლივობა | 100 წთ. |
| პრემიერა | თებერვალი 6, 2009 |
| ბიუჯეტი | 60,000,000 აშშ დოლარი |
| შემოსავალი | 124,596,398 აშშ დოლარი |
კორალინი (ინგლ. Coraline) — 2009 წლის ანიმაციური ფილმი, რომელიც ეფუძნება ნილ გეიმენის ამავე სახელწოდების 2002 წლის რომანს. ფილმი გადაღებულია რეჟისორ ჰენრი სელიკის მიერ, სტუდიაში Laika, ხოლო დისტრიბუტორია Focus Features. 60,000,000 აშშ დოლარის ბიუჯეტით ფილმმა შემქმნელებს მოუტანა 124,596,398 აშშ დოლარის შემოსავალი.
სიუჟეტის მიხედვით, გოგონა კორალინს ბეზრდება ჩვეულებრივ სამყაროში ცხოვრება, ვინაიდან მისი მშობლები დიდ ყურადღებას არ უთმობენ. ალტერნატიულ რეალობაში ისინი მას ყველანაირად ანებივრებენ და კორალინი დგება არჩევანის წინაშე, თუ რომელ სამყაროში დარჩეს.