კონსტანტინე ხუბერიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კონსტანტინე ხუბერიანი (დ. 28 მარტი, 1911, თბილისი — გ. უცნობია) — ქართველი მეცნიერი სამშნებლო მექანიკის დარგში, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1958), საქართველოს სსრ-ის მეცნიერების და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1961).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1932 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის საინჟინრო-სამელიორაციო ინსტიტუტი. 1931 წლიდან მუშაობდა ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საქართველოს სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. 1959 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის ნაგებობათა თეორიის განყოფილების გამგე. შექმნა ჰიდროტექნიკის ნაგებობათა და კონსტრუქციების გაანგარიშების ახალი ეფექტური მეთოდები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]