კონსტანტინე მადიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კონსტანტინე მადიჩი (დ. 6 ნოემბერი, 1922, თბილისი, — 2003) — ქართველი ონკოლოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტანტინე მადიჩმა 1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფასკულტეტი.

1947 წელს იყო რესპუბლიკის ონკოლოგიური დისპანსერის ორდინატორი; 1951–52 წლებში ქალაქის ონკოდისპანსერის მთავარი ექიმი; 1952–56 წლებშ თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი; 1957–62 წლებში ონკოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1962–74 წლებში დოცენტი; 1974–1990 წლებში კათედრის გამგე; 1990 წლიდან ონკოლოგიის კათედრის დოცენტია და 1993 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიის შპს ონკოლოგიის კათედრის გამგე. ავტორია 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, რომელთა უმრავლესობაც სარძევე ჯირკვლის, კანის, საჭმლის მემნელებელი ტრაქტის, სასუნთქი გზების კიბოს დიაგნოსტიკის მკურნალობისა და ეპიდემიოლოგიის საკითხებს ეხება. წლების განმავლობაში სამეცნიერო-პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა ექიმ-გინეკოლოგთა მომზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. მისი ბიოგრაფიული მონაცემები შეტანილია კემბრიჯისა და ნიუ-იორკის ინტერნაციონალურ სამეცნიერო ცნობარებში (1997–98), მონაწილეობდა საერთაშორისო კონგრესებში.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „კანის კიბოს კლინიკო მორფოლოგიური თავისებურებანი საქართველოში“, დაიცვა 1959 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მედიკო-სოციალური აკადემია, წევრი
  • საქართველოს ონკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე
  • სსრკ სამედიცინო აკადემიის საპრობლემო კომისიის ავთვისებიანი სიმსივნეების კლინიკა და მკურნალობა, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2002 - დამსახურებული მედიკოსის მედალი
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1996 - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საპატიო სიგელი
  • 1985 - რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი
  • გრიგოლ მუხაძის სახელობის მედალი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]