კონსტანტინე კოჩეტოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კონსტანტინე ალექსანდრეს ძე კოჩეტოვი (რუს. Константин Алексеевич Кочетов; დ. 17 მარტი, 1932, სადგური ლევ ტოლსტოი) — საბჭოთა სამხედრო მოღვაწე, არმიის გენერალი. სკკპ წევრი (1956).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტანტინე კოჩეტოვი არმიაში იყო 1950 წლიდან. დაამთავრა ლვოვის შჩორსის სახელობის ქვეითთა სასწავლებელი, ფრუნზეს სახელობის აკადემია, გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია. 1973 წელს დაინიშნა დივიზიის მეთაურად. 1975 წელს კორპუსის მეთაურია, 1978 წელს არმიის სარდალი, 1979 წელს — იმიერბაიკალის სამხედრო ოლქის სარდლის პირველი მოადგილე, 1981 წელში — ჯარების სამხრეთის ჯგუფის სარდალი, 1986 წელს — მოსკოვის ოლქის სარდალი, 1989 წლის თებერვლიდან —თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, სსრ კავშირის სახალხო დეპუტატი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სობჩაკი ა., „თბილისის ჟამტეხილი ანუ 1989 წლის სისხლიანი კვირა“, თბილისი, 2013, გვ. 87-88