კონდამიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კონდამიანი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, კოზმასა და დამიანეს გამოქვაბული სამონასტრო კომპლექსი სოფ. კისისხევიდან (თელავის მუნიციპალიტეტი) დაახლოებით 6 კმ-ზე. მდინარე კისისხევის მარცხენა ნაპირის ფლატეზე შემორჩენილია VI-VII საუკუნეების სამეკლესიიანი ბაზილიკა. ნაგებობა მარტივია. სამივე ეკლესია ერთმანეთის მიყოლობით არის განლაგებული. ნაგებია რიყის ქვით. შენობის კუთხეები, სარკმლისა და კარის საპირეები, იმპოსტები და ზოგი თაღი მოყვითალო ფერის შირიმის ქვისაა. მაღალი და ფართო მთავარი ეკლესია დასრულებულია ნალისებრი აფსიდით, რომლის კუთხეებიც ასევე შირიმის ქვითაა ამოყვანილი. კამარა ჩამოქცეულია. ჩრდილოეთ ნავში გამოყოფილია სათავსი სამსხვერპლოსათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]