კომეტა 1882

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1882 წლის დიდი სექტემბრის კომეტა
აღმოჩენა
აღმოჩენის თარიღი: 1882
ალტერნატიული აღნიშვნები: C/1882 R1
ორბიტალური მახასიათებლები A

1882 წლის დიდი სექტემბრის კომეტა (C/1882 R1) — იყო ციური ობიექტი, რომელიც გამოირჩეოდა დიდი ნათებით, რის გამოც მიიღო სახელწოდება „დიდი კომეტა“. იგი 1882 წლის ზაფხულში აღმოაჩინა სამხრეთ აფრიკელმა ასტრონომმა უილიამ ჰენრი ფინლაიმ. სექტემბრისათვის კომეტის ნათებამ იმდენად იმატა, რომ ხილული გახდა შეუიარაღებელი თვალითაც. 17 სექტემბერს იგი პერიჰელიუმში იმყოფებოდა მზესთან, რომლის შემდეგაც მისმა ნათებამ ნელ-ნელა იკლო. სულ მალე იგი დაიშალა რამდენიმე კომეტად, რომლეთა ნახვაც პირველ დღეებში, შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლებოდა.

რამდენიმე ხანში კომეტა 1882 იქცა მეტეორთა ნაკადად, რომელიც დღემდე მოძრაობს მზის სისტემის სივრცეში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: