კოატა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოატა
Ateles geoffroyi
Ateles geoffroyi
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: პრიმატები
ოჯახი: Atelidae
გვარი: კოატა
ლათინური სახელი
Ateles

კოატა (Ateles), ძუძუმწოვრების გვარი პრიმატების რიგისა. მათი სიგრძე 34-66 სმ აღწევს. აქვთ პატარა თავი, გრძელი კიდურები და მოსაჭიდი კუდი. იმეტესობა შემოსილია უხეში და მეჩხერი, ზოგი კი რბილი და ხშირი ბალნით. სხვადასხვა ფერისა არიან ერთი სახეობის ფარგლებშიც კი. ბინადრობენ ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის, მექსიკის ტყეებში. გვარში 4 სახეობაა, იკვებებიან წვნიანი ნაყოფით, კაკლით, ყვავილებით, მწერებით. კუდით შეუძლიათ საკვების მცირე ულუფის პირთან მიტანა. მაკეობა 140 დღემდე გრძელდება. შობენ 1 ნაშიერს, რომელსაც მშობელი თან ატარებს თითქმის 4 თვე.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 5, გვ. 564, თბ., 1980
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კოატა&oldid=2371959“-დან