კინოცეფალები
კინოკეფალები, კინოცეფალები (ბერძნ. κῠνοκέφᾰλοι) — ძაღლის, მგელის ან ტურის თავიანები ადამიანები.
სექციების სია |
მტკიცებულება [რედაქტირება]
ძაღლისთავიან ადამიანებზე იწერებიან შემდეგი ანტიკური მწერლები: გესოიდა, ჰეროდოტე, ქტასია, მეუასთენა, პლინია და სხვა. მათი მტკიცებულებით ისინი ცხოვრობდნენ ინდოეთსა და ლიბანში. მათი სიტყვებით: მათ თუმცაღა ჰქონდათ ძაღლის თავები მაგრამ დანარჩენი სხეული ადამიანის ქონდათო. ისინი სხვა ადამიანების მსგავსად აზროვნებდნენ ჰქონდათ სამუშაო იარარები, ატარებდნენ ტანსაცმელს და აქედან გამომდინარე თეოლოგებმა ჩათვალეს რომ მათაც გააჩნდათ სული. სული რომლითაც ადამიანი განსხვავდება ცხოველისაგან. შუასაუკუნეებში მათზე იწერებოდნენ: ნეტარი ავგუსტინე, პლანო კარპინი, პორდენონე და მარკო პოლო. დროთა განმავლობაში მათ გადაინაცვლეს ინდონეზიასა და ამერიკაში. მათ შესახებ ბოლო ცვლილება მოგვეპოვება XVIII საუკუნეში.
ახსნა [რედაქტირება]
- ზოგიერთნი მიიჩნევენ რომ კინოკეფალები ესენი იყვნენ/არიან ადამიანთა ტომი რომლებთაც წესჩვეულებათ აქვთ საკუთარი სხეულის დამახინჯება. მოგეხსენებათ არიან ტომები რომლებიც თავის წევრების თავის ქალის მოყვანილობას ბავშვობიდანვე უცვლიან და ოვალურს უხდიან. ზოგიერთი იმისათვის რომ უფრო შიშის მომგვრელად წარმოჩენილიყო პირს იჭრიდნენ ყურიდან-ყურამდე და ასე საზარლად გამოიყურებოდნენ. ზოგიერთი ლითონის რგოლების დამატებით კისერს იგრძელებს, ზოგიც ხის დისკოებს იყენებენ ზოგი ყურის ბიბილოში, ზოგი ტუჩზე და ზოგიც...
- თუ გავითვალიწინებთ რომ ინდოეთის რეგიონში სახეზე თმიანი ადამიანები დროგამოშვებით იბადებიან არაა გამორიცხული რომ ესა არის იმ გენის გამოძახილი რომელსაც ადრე ადგილი ჰქონდა რეალობაში.
სტატიის 