კინარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კინარი

კინარი ბუდისტურ და ინდუისტურ მითოლოგიაში კინარა— არის პარადიგმატული შეყვარებული, ასტრონომიული მუსიკოსი, ნახევრად ადამიანი და ნახევრად ჩიტი. კინარების ხასიათი ადი პარვა მაჰაბჰარატაში შემდეგნაირადაა ახსნილი: ჩვენ მარადიულად გვიყვარს და ვუყვარვართ. არასდროს ვიყრებით. მუდმივი ცოლ-ქმარი ვართ. არასდროს ვხდებით დედ-მამა. ჩვენი არანაირი შთამომავლობა არ გაგვაჩნია. ჩვენ ვართ ოდეს ჩახუტებული შეყვარებული. ჩვენს შორის რაიმეს მომთხოვნი მესამე არსება ვერ ჭაჭანებს. ჩვენი ცხოვრება ულევი სიამოვნებაა.


ტაილანდი[რედაქტირება]

კინარი (ტაილანდურად กินรี—"კინარიი"). ტაილანდის ლიტერატურაში ინდოეთიდან არის შესული და ტაი აზროვნებაზე მოსარგებად სახეცვლილი. ტაილანდური კინარი ანგელოზის სამოსიანი ახალგაზრდა ქალის სახით არის წარმოდგენილი. ქვედა წელი ფრინველისას მიუგავს, რათა ადამიანებისა და სულიერ სამყაროს შორის შეეძლოს ფრენა. ტაილანდში ყველაზე ცნობილი კინარი მანორას (წარმომდგარია მანოჰარადან) სახელით არის ცნობილი, რომელსაც პანიასა ჩადოკის უფლება გააჩნია. კინარი ნაწილია მანორა ბუჩაიანის ცეკვისა, რომელიც ტაიურ მაღალკლასიკურ ცეკვებს შორის ყველაზე მისტიკურია.

ტაილანდის საერთაშორისო ავიახაზები ყოველთვიურ ჟურნალს უშვებს სახელწოდებით კინარი.