კვირიასხევის პირველი ნასოფლარი
კვირიასხევის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიასხევის განაპირას, ჩრდილოეთით, ტყეში. განეკუთვნება ადრინდელ შუა საუკუნეებს. ნასოფლარზე შემორჩენილია რამდენიმე სხვადასხვა ზომის ნასახლარი ბუდე (8 x 4 მეტრი, 7 x 5 მეტრი). იქვე, ახლოს, ზედაპირულად მრავლად აღმოჩნდა ადრინდელი შუა საუკუნეების რუხად გამომწვარი, უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნაკაიძე ნ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 388-389.