კემინუბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კემინუბიძველი ეგვიპტელი ქალი ტიტულით „მეფის ცოლი“. ის ცნობილია მხოლოდ მისი სამარხიდან, რომელიც მდებარეობს ამენემჰეტ II-ის პირამიდის გვერდზე დაჰშურში. ამ მიზეზით იყო, რომ ის მის ცოლად მიიჩნიეს. კემინუბი დაკრძალულია ხაზინადარ ამენჰოტეპთან ერთად, რომელიც XIII დინასტიის პერიოდში ცხოვრობდა. მისი კუბოს სტილი და სამარხი ახლოსაა XIII დინასტიის სამარხებთან. აქედან გამომდინარე შესაძლოა, რომ კემინუბი ამ დინასტიის დედოფალი ყოფილიყო. მისი ქმრის სახელი აქამდე უცნობია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Jacques Jean Marie de Morgan: Fouilles à Dahchour en 1894-1895, Wien 1903, p. 70, fig. 117
  • Peter Janosi: Keminub - eine Gemahlin Amenemhets II.?, In: Zwischen den beiden Ewigkeiten, Festschrift Gertrud Thausing, Bietak, Manfred (Hrsg.), p. 94 - 101