კარპოვსკის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარპოვსკის ხიდი
რუს. Карповский мост
კოორდინატები: 59°58′12″ ჩ. გ. 30°18′04″ ა. გ. / 59.97000° ჩ. გ. 30.30111° ა. გ. / 59.97000; 30.30111
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო, ტრამვაის
გადებულია კარპოვკა
სიგრძე 19 
სიგანე 21,5 
გახსნის თარიღი 1950 წ.
რეკონსტრუქცია 1986-1989 წ.
კარპოვსკის ხიდი — რუსეთი
კარპოვსკის ხიდი
კარპოვსკის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
კარპოვსკის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

კარპოვსკის ხიდი (რუს. Карповский мост) — საფეხმავლო, ტრამვაისა და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, მდინარე კარპოვკაზე, პეტროგრადის რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს იოანეს შესახვევსა და სააფთიაქოს კუნძულს და ასევე ვსევოლოდ ვიშნევსკის ქუჩასა და პეტროგრადის კუნძულს. ხიდის სიგრძეა 19 მეტრი, ხოლო სიგანე — 21,5 მეტრი.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარპოვსკის ხიდთან ახლოს მდებარეობს წმინდა იოანეს სტავროპიგიალური მართლმადიდებლური დედათა მონასტერი, რომელიც 1900 წელს დააარსა იოანე კრონშტადტელმა.

დინების ზემო მიმართულებით მდებარეობს გესლეროვსკის ხიდი, ხოლო ქვემო მიმართულებით — ბაროკოს ხიდი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი გადასასვლელი ამ ადგილზე ააგეს 1950 წელს. ტრამვაის ხაზის გადატანასთან დაკავშირებით კიროვის პროსპეექტიდან ვიაზემსკის შესახვევისაკენ. პროექტის ავტორი იყო „Ленгипроинжпроект“-ის ინსტიტუტის ინჟნერი ვ. ვ. ბლაჟევიჩი. მან ააგო მეტალის ხიდი ხის საფარით.

კარპოვსკის პირველი ხიდი, რომელსაც სახელი ეწოდა მდინარე კარპოვკის მიხედვით, იყო მეტალის და სამმალიანი. იმ პერიოდის მონაცემებით მისი სიგრძე იყო 32,4 მეტრი, ხოლო სიგანე — 17,2 მეტრი.

კონსტრუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი ერთმალიანია, მისი ბურჯები რკინა-ბეტონისგანაა აგებული და მოპირკეთებულია გრანიტით, ხოლო მოაჯირები მეტალისგანაა დამზადებული.

ხიდი განკუთვნილია ტრამვაის, ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეებისათვის. სავალი ნაწილი და ტროტუარები ასფალტ-ბეტონითაა მოპირკეთებული. ტროტუარები სავალი ნაწილისაგან გამოყოფილია მაღალი გრანიტის ფილებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 94. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — СПб.: Норинт, 2002. — 353 с. — ISBN 5-7711-0019-6.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]