კარლ ჰარცელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლ ჰარცელი
კარლ ჰარცელი
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2018

დაბადებული4 მაისი, 1967 (1967-05-04) (56 წლის)
სტოკჰოლმი, შვედეთი

კარლ ჰარცელი (დ. 4 მაისი, 1967, სტოკჰოლმი) — შვედი დიპლომატი. 2018 - 2022 წლებში იყო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი. ჰარცელის ელჩობის პერიოდს უკავშირდება საქართველოში შარლ მიშელის შეთანხმების მიღწევა და საქართველოს მიერ ევროპული პერსპექტივის მოპოვება.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰარცელი დაიბადა 1967 წლის 4 მაისს, სტოკჰოლმში. 1992 წელს იყო აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკის სტოკჰოლმის ინსტიტუტის მკვლევარი. 1993-1996 წლებში მუშაობდა შვედეთის შეიარაღებული ძალების შტაბში. 1996 წელს მუშაობდა შვედეთის თავდაცვის სამინისტროში, უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში. 1997-1999 წლებში მუშაობდა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტში. 1999-2005 წლებში იყო ევროკავშირის საბჭოს გენერალური მდივნის/ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის ხავიერ სოლანას კაბინეტის ევროკავშირის პოლიტიკის განყოფილების წევრი. 2005-2011 წლებში იყო საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში წარმომადგენლის მოადგილე, შვედეთის მუდმივი წარმომადგენლობა ევროკავშირში. 2011-2012 წლებში იყო ვაიომინგის უნივერსიტეტის საპატიო მოწვეული პროფესორი. 2012-2013 წლებში იყო საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტის კეტრინ ეშტონის კაბინეტის წევრი. 2013-2014 წლებში ჰარცელი იყო ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილის უფროსი მრჩეველი. 2014-2018 წლებში იყო ევროპის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის უფროსი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. 2018 წლიდან არის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰყავს მეუღლე მეტე ჰარცელი და ორი ქალიშვილი. ჰარცელი ფლობს სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლის მაგისტრის ხარისხს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი
2018 - 2022
შემდეგი:
პაველ ჰერჩინსკი