კარიკისა და ვალიას არაჩვეულებრივი თავგადასავლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კარიკისა და ვალიას არაჩვეულებრივი თავგადასავლები (რუს. Необыкновенные приключения Карика и Вали) — მწერალ იან ლარის სათავგადასავლო საბავშვო წიგნი. დაიწერა და გამოიცა 1937 წელს. 1987 წელს გადაღებული იქნა ფილმის სახით, ხოლო 2005 წელს გამოვიდა ანიმაციური ფილმიც.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

და და ძმა, კარიკი და ვალია, იკარგებიან. დედა და ბებია მათ შინ აღელვებულები ელიან. დედას ქუჩაში ხვდება ფოტოგრაფი შმიდტი, თავისი ძაღლით. დედა მას აძლევს ბავშვების სათამაშოს და ქუდს. ძაღლი შმიდტს მიიყვანს პროფესორ ივანე ენოტოვის ბინასთან, მაგრამ პროფესორი თავს იკავებს ბავშვების შესახებ საუბრისგან.

იმავე დღეს, რამდენიმე საათით ადრე, კარიკს, რომელიც ენოტოვის ნაცნობია, პროფესორთან ბინაში მოჰყავს ვალია. ისინი ერთად ათვალიერებენ პროფესორის ლაბორატორიას და შემთხვევით სვამენ მის მიერ მომზადებულ სითხეს. უეცრად ისინი ზომაში იცვლებიან და ფანჯრის რაფაზე უძრავად გაშეშებულ ნემსიყლაპიაზე უფრო მომცროებად იქცევიან. კარიკს ახსენდება პროფესორის ექსპერიმენტი, რომელსაც იგი კურდღელზე ატარებდა. ამ დროს შინ ბრუნდება პროფესორი. ბავშვები ცდილობენ, ხმა გააგონონ, მაგრამ მას არ ესმის ხდება. ისინი ადიან ნემსიყლაპიაზე და კვლავ ყვირიან. ამ დროს მწერი მოძრაობას იწყებს და ბავშვებთან ერთად გაფრინდება ახლოს მდებარე ტბასთან.

მიხვდება რა, რა მოხდა, პროფესორი ენოტოვი გადაწყვიტავს, დაპატარავდეს და თავად მოძებნოს ბავშვები. ტბასთან გასული, იგი აგრეთვე ტოვებს პატარა კოლოფს გამადიდებელი ფხვნილით. მწერების სამყაროში მოხვედრილი ბავშვები, პროფესორთან ერთად, რომელიც მათ მოგვიანებით პოულობს, მოგზაურობენ კოლოფამდე, შეისწავლიან მრავალი მწერის ბუნებას - როგორც მათთან შეხვედრით, ასევე პროფესორისგან. საბოლოოდ ისინი შინ ბრუნდებიან, ხოლო პროფესორი იქცევა ნამდვილ სენსაციად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]