კარაგეორგიევიჩები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
კარაგეორგიევიჩები – XIX საუკუნეში სამთავრო, ხოლო 1903-1918 წლებში სამეფო დინასტია სერბიაში. შემდეგ სერბების, ხორვატებისა და სლოვენების სამეფოსა (1918-1929 წწ.) და იუგოსლავიაში (1929-45, ფაქტობრივად 1941 წლამდე). დინასტიის დამაარსებელი იყო გეორგე კარაგეორგიევიჩი (მთავარი 1808-1813 წწ.) სერბიის პირველი აჯანყების (1804-1813 წწ.) ხელმძღვანელი, მთავარსარდალი. კარაგეორგიევიჩები უკანასკნელი წარმომადგენელი პეტრე II 1941 წლის აპრილში ფაშისტური ჯარების მიერ იუგოსლავიის ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. 1943 წ. 29 ნოემბერს იუგოსლავიის სახალხო განმათვისუფლებელი ანტიფაშისტური ვეჩეს მე-2 სესიაზე ემიგრაციაში მყოფი პეტრე II-ს აეკრძალა იუგოსლავიაში დაბრუნება. დამფუძნებელმა კრებამ 1945 წლის 29 ნოემბერს მონარქია გაუქმებულად გამოაცხადა.
დინასტიის წარმომადგენლები [რედაქტირება]
- ალექსანდრე (მთავარი, 1842-1858),
- პეტრე I (მეფე 1903-1921 წწ.),
- ალექსანდრე I (მეფე 1921-1934 წწ.),
- პეტრე II (მეფე 1934-დან).
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 390, თბ., 1980 წელი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: