კამოგი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
კამოგის ახალგაზრდული მატჩი ქროუკ პარკზე, დუბლინი |
|
| უმაღლესი ორგანო | კამოგის ასოციაცია |
|---|---|
| რეგისტრირებული მოთამაშე | 1905 წ. |
| კლუბები | 536 |
| მახასიათებლები | |
| ტიპი | კონტაქტური |
| წევრები | 15 წევრი გუნდში, შეცვლა ნებადართულია |
| შერეული სქესი | მდედრობითი (ჰარლინგი არის მამაკაცთა ვარიანტი) |
| აღჭურვილობა | შლიტერი (ბურთი) ჰარლი (ჯოხი) |
| ოლიმპიადა | არაოლიმპიური |
| ქვეყანა/რეგიონი | ირლანდია |
კამოგი (ირლ. camógaíocht) — ირლანდიური გუნდური თამაში, რომელსაც თამაშობენ ქალები. ის თითქმის იგივეა, რაც ჰარლინგი, მამაკაცთა თამაში. კამოგის თამაშობს 100 000-მდე ქალი მთელ მსოფლიოში, მეტწილად ირლანდიელები. მას მართავს კამოგის ასოციაცია, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს გელური ათლეტიკის ასოციაციასთან.
თამაში იმართება ორ 15 წევრიან გუნდს შორის. სათამაშო მოედნის სიგრძე 130-დან 145-მდე, ხოლო სიგანე 80-90 მეტრია. ქულები ნაწილდება იგივე პრინციპით, როგორც კელტურ ფეხბურთსა და ჰარლინგში.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||