რაუნდერსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაუნდერსი
{{wikidata/p18}}
რაუნდერსის თამაში ავსტრალიაში, 1913 წ.
უმაღლესი ორგანო გელური ათლეტიკის ასოციაციის(GAA)
რაუნდერსის ეროვნული ასოციაცია (NRA)
პირველი თამაში 1884
მახასიათებლები
ტიპი სპორტის სახეობა
აღჭურვილობა ბურთი და კეტი
ოლიმპიადა არა
ქვეყანა/რეგიონი დიდი ბრიტანეთი

რაუნდერსი (ირლ. cluiche corr) — გელური წარმოშობის თამაში. რაუნდერსი იმართება ორ გუნდს შორის, რომელთა შემადგენლობაში ექვს-ექვსი მოთამაშეა. თამაშში გამოიყენება პატარა, მრგვალი, ხის ბურთი, რომელზეც ტყავია გადაკვრული და პლასტმასის ან მეტალის კეტი. თამაში განსაკუთრებით პოპულარულია ბრიტანელ და ირლანდიელ სკოლის მოსწავლეებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ თამაშს ინგლისში ტიუდორების ეპოქიდან თამაშობენ, ყველაზე ადრეული ცნობა[1] 1744 წელს გვხვდება ჯონ ნიუბერის საბავშვო წიგნში „პატარა, ლამაზი ჯიბის წიგნი“, სადაც ის მოხსენიებული იყო, როგორც „ბეის-ბოლი“.[2] 1828 წელს უილიამ კლარკმა გამოაქვეყნა მეორე გამოცემა წიგნისა: „The Boy's Own Book“, რომელიც შეიცავდა რაუნდერსის წესებს. მომავალ წელს წიგნი დაიბეჭდა ბოსტონში, მასაჩუსეტსში.

პირველი ოფიციალური წესები შემუშავებულ იქნა გელური ათლეტიკის ასოციაციის (GAA) მიერ ირლანდიაში, 1884 წელს, რომელიც ირლანდიაში დღემდე აკონტროლებს ამ თამაშს, ხოლო ბრიტანეტთში იმავეს რაუნდერსის ეროვნული ასოციაცია აკეთებს (NRA), დაარსებული 1943 წელს. მიუხედავად განსხვავებებისა, ეს ორი ასოციაცია იზიარებს საერთო შეხედულებებს თამაშის წესებსა და კულტურაზე. შეხვედრები იმართება ორივეს ტრადიციებით, გუნდები ერთი ვარიანტით თამაშობენ დილით, ხოლო მეორე ვარიანტით დღის მეორე ნახევარში.

ირლანდიაში რაუნდერსის წესების ჩამოყალიბების შემდეგ, 1889 წელს, გაერთიანებები ჩამოყალიბდა ლივერპულსა და შოტლანდიაში. როგორც ნიუ-იორკულ, ასევე მასაჩუსეტსურ ვერსიებს ბეისბოლისა, ასევე სოფთბოლს, აქვს იგივე ფუძე, რაც რაუნდერსს, და ატარებს ბევრ მსგავსებას ამ თამაშის გელური ვერსიასთან. რაუნდერსი უკავშირდება ბრიტანულ ბეისბოლს, რომელსაც ჯერ კიდევ თამაშობენ ლივერპულში, კარდიფსა და ნიუპორტში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lloyd, John; John Mitchinson: The Book of General Ignorance. Faber & Faber, 2006.. {{{title}}}. 
  2. Newbery, John (1767). A Little Pretty Pocket-book, გვ. 43.