კამარინული (ცეკვა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კამარინული

კამარინული (რუს. камаринская) — რუსული ლაღი ხასიათის ხალხური ცეკვა. მას ახასიათებს სწრაფი ტემპი, მაჟორული კილო და ორწილადი ზომა. მოცეკვავეები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან ბალალაიკაზე, სალამურზე და ჰარმონიკაზე დაკვრაში. ამ ცეკვის მელოდია გამოიყენა ბეთჰოვენმა ვარიაციაში ფორტეპიანოსთვის, ხოლო ჩაიკოვსკიმ თავის საბავშვო ალბომში შეიტანა პიესა "კამარინული".

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Brown, David, Tchaikovsky: The Final Years, 1885–1893, (New York: W.W. Norton & Company, 1991). ISBN 0-393-03099-7.
  • Figes, Orlando, Natasha's Dance: A Cultural History of Russia (New York: Metropolitan Books, 2002). ISBN 0-8050-5783-8 (hc.).
  • Holden, Anthony, Tchaikovsky: A Biography (New York: Random House, 1995). ISBN 0-679-42006-1.