კაზუარისებრნი (ლათ.Casuariidae) — ფრინველთაოჯახიკაზუარისნაირთარიგისა. მოიცავს ერთი თანამედროვე გვარის 3 სახეობას. გავრცელებულნი არიან ავსტრალიის კონტინენტზე. დიდი ტანის არამფრენი ფრინველები არიან, ფერად — შავი, კისერი და თავი — ლურჯი ან ნარინჯისფერი. თავზე აქვთ რქოვანი წანაზარდი (კორძი), ფეხებზე სამი თითი და რედუცირებული ფრთები. ახასიათებთ მონოგამია. იკვებებიან მცენარეთა თესლებით, მათი ნაყოფითა და კეკნკრით.