კავკასიური ხმალა (ლათ.Gladiolus caucasicus) — ბოლქვიანი მცენარეა. ყვავილედი ცალგვერდაა, მრავალყვავილიანი. ყვავილსაფარი დიდია, 46 სმ სიგრძის, მუქი იისფერი ან მეწამული, გრძელი და ძლიერ მოხრილი მილით. ყვავილსაფრის ფოთლები არათანაბარია. ქვედა ფოთლები გვერდით ფოთლებთან შედარებით გრძელია, ხოლო ზედა ფოთლები – მოკლე. ყვ. ნაყ. VVIII. იზრდება მთის შუა და ზედა სარტყლებში, ტენიან მდელოებზე, ყამირებსა და ნათესებში. საქართველოში სპორადულად თითქმის ყველგან არის გავრცელებული. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას. კავკასიის ენდემური მცენარეა.