კავკასიური გოჭალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კავკასიური გოჭალა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  კობრისნაირნი
ოჯახი:  გოჭალასებრნი
გვარი:  ულვაშა გოჭალა
სახეობა:  ჩვეულებრივი ულვაშა გოჭალა
ქვესახეობა:  კავკასიური გოჭალა
ლათინური სახელი
Barbatula barbatula caucasicus (Berg, 1899)

კავკასიური გოჭალა (ლათ. Barbatula barbatula caucasicus) — თევზი გოჭალასებრთა ოჯახისა. კავკასიის ენდემი. ლევ ბერგი და სხვა მეცნიერები მას განიხილავენ როგორც განსაკუთრებულ ქვესახეობას (1949). მაქსიმალური სიგრძე 9 სმ, მასა — 5 გ. მტკნარი წყლის თევზია. ბინადრობს ტბებსა და წყალსაცავებში, შლამიან და ქვა-ქვიშიან ადგილებში. მრავლდება ივნისიდან სექტემბრამდე, სქესობრივად მწიფდება 2–4 წლის ასაკში, მისი ნაყოფიერება აღწევს 2000–3000 ქვირითს. იკვებება წყალმცენარეებით, ბენთოსითა და პლანქტონით. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველა წყალსაცავსა და მდინარეში.[1][2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ნინუა ნ., კავკასიური გოჭალა // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 449.
  2. ნინუა ნ., ჯაფოშვილი ბ., ბოჭორიშვილი ვ., საქართველოს თევზები, თბ.: ემ-პი-ჯი, 2014. — გვ. 74, ISBN 978-9-94193-023-2.