კავთისხევის ნასახლარი და სამაროვნები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კავთისხევის ნასახლარი და სამაროვნები — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, ცემენტის კარიერის ტერიტორიაზე, მესამე ქვის სატეხის აღმოსავლეთით, თარიღდება V-VIII საუკუნეებით.

ნასახლარზე აღმოჩნდა ქვევრები და სხვა ინვენტარი. ნასახლარიდან თხრილით გამოყოფილია მისივე თანადროული სამაროვანი, რომელიც წარმოდგენილია ქვაყუთებით. იქვე, მესამე ქვის სატეხის ჩრდილოეთით, II-III საუკუნეებით დათარიღებული მეორე სამაროვანია, სადაც დასტურდება ქვევრსამარხები. მოპოვებული მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]