კაგუია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კაგუია (იაპ. かぐや), ოფიციალურად SELENE (ძვ. ბერძნ.: Σελήνη, მთვარე) — მეორე იაპონური სამთვარეო ორბიტალური კოსმოსური ხომალდი. სახელი სელენოლოგიური და საინჟინრო მკვლევარის აკრონომია, ხოლო მეტსახელი "კაგუია" შერჩეულ იქნა საზოგადოების მიერ, ძველი იაპონური ხალხური ზღაპრიდან "ბამბუკის მჭრელის ამბავი", სადაც კაგუია მთვარის პრინცესა იყო. იაპონიის საჰაერო სივრცის კვლევის სააგენტოს მიერ შექმნილი ზონდი 2007 წლის 14 სექტემბერს გაუშვეს.

სელენე მთვარის კვლევისადმი განახლებული ინტერესის შედეგია და აპოლოს პროგრამის შემდეგ უდიდესი სამთვარეო მისიაა, რომელიც მოჰყვა იაპონიის პირველ სამთვარეო საცდელ ზონდს "ჰაგორომო", გაშვებულს 1990 წელს. 2007 წლის ოქტომბერში ჩინეთიც აპირებს ჩანგ'ე 1 მთვარის მკვლევარის გაშვებას, რომელსაც მოჰყვება ინდოეთის "ჩანდრაიაანი" და აშშ-ის "Lunar Reconnaissance Orbiter" 2008 წელს. აშშ, ევროპის ქვეყნები, რუსეთი, იაპონია და ჩინეთი 2018 წლისთვის აპირებენ მთვარეზე საბაზო საკვლევი მისიის აშენებას.