იხვების ისტორიები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იხვების ისტორიები
Duck Tales
DuckTalesTitle.jpg
”იხვების ისტორიები”
ჟანრი ანიმაციური სერიალი
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
სეზონი 4
ეპიზოდი 100
გადაღება
ხანგრძლივობა 22 წთ.
ეთერი
აუდიო ფორმატი მონო (1987-1989)

სტერეო (1989-1990)

პირველად ეთერში სექტემბერი 18, 1987 (1987-09-18)
ბოლოს ეთერში ნოემბერი 28, 1990 (1990-11-28)
გარე ბმულები
IMDb პროფილი

იხვების ისტორიები (ინგლ. DuckTales) — კომპანიის Walt Disney Television Animation მიერ 1987-1990 წლებში გამოშვებული ანიმაციური სერიალი.

სერიალის მთავარი პერსონაჟები არიან დისნეის კლასიკური ანიმაციური პერსონაჟები - სკრუჯ მაკ-დაკი და მისი ძმისშვილები - ჰიუი, ლუი და დუი.

[რედაქტირება] კონცეფცია

სერიალის მთავარი გმირები, მაკ-დაკი და მისი ძმისშვილები, გამუდმებით მოგზაურობენ განძის ძიებაში ან სხვადასხვა ფათერაკებში ამოჰყოფებენ თავს. მაკ-დაკის პროტოტიპია ჩარლზ დიკენსის „საშობაო სიმღერის“ ძუნწი გმირი ებენეზერ სკრუჯი. თუმცა, თავად იხვის პერსონაჟის დებიუტი შედგა კარლ ბარქსის კომიქსში Christmas on Bear Mountain .

მიუხედავად იმისა, რომ სკრუჯი მეტად ძუნწია, მას მაინც უყვარს თავისი ახლობლები და მეგობრები - მოსამსახურე დაკვორთი, მისის ბიკლი, პატარა ვები ვანდერკუაკი.

სკრუჯის მეგობრებს შორის არის უცნაური გამომგონებელი გირო გირლუზი, მფრინავი ლანჩპედ მაკ-კუაკი, დუფუსი, წარსულიდან მოსული იხვი ბუბა, ბუღალტერი ფენტონ კრეკშელი (იგივე გიზმო-დაკი) და სხვები.

სერიალის უარყოფითი გმირები ძირითადად არიან ბიგლ ბიჭუნები, ფლინტჰარტ გლომგოლდი, მაგიკა დე სპელი, ელ კაპიტანი. ძირითადად სკრუჯის მტრების მთავარ ამოცანას წარმოადგენს მაკ-დაკის იღბლიანი მონეტა.

ეპიზოდურ პერსონაჟებს შორის ცნობილები არიან დონალდ დაკი (რომელმაც სჯრუჯს ჰიუი, ლუი და დუი დაუტოვა), გოლდი ო’გილტი (სკრუჯის ყოფილი შეყვარებული), გლედსტოუნ გენდერი (სკრუჯის იღბლიანი ძმისშვილი), მოხუცი მეცნიერი ლუდვიგ ფონ დრეიკი.

[რედაქტირება] ეპიზოდები

სულ სერიალში შედის 100 სერია. სერიალის დასრულების შემდეგ გადაღებული იქნა სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმიც.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში



პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე