იყალთოს კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იყალთოს კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ იყალთოს სამხრეთით, ცაცხვების კორომში. იყალთოს წმინდა გიორგის ეკლესიასთან ახლოს, ორმოცდაათიოდე მეტრის მანძილზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

კოშკი გეგმით ოთხკუთხაა (4,5 X 3,55 მ), შემორჩენილია 1,7-2,2 მ. სიმაღლეზე. კედლები (სისქე - 0,7 მ) შიგნიდან და გარედან ყრუა. ნაშენია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით წყობა ქაოსურია გარეთა კუთხეები მეტ-ნაკლებად დამუშავებულია, ქვიშაქვის მოზრდილი ქვებითა გამოყვანილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]