იქთიოზავრები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იქთიოზავრები
იქთიოზავრები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ქვეკლასი: იქთიოპტერიგიები
რიგი: იქთიოზავრები
ლათინური სახელი
Ichthyosauria
დაცვის სტატუსი

იქთიოზავრები (Ichthyosauria), ნამარხ ქვეწარმავალთა რიგი იქთიოპტერიგიების ქვეკლასისა. არსებობდნენ გვიანი ტრიასულიდან გვიანი ცარცული პერიოდის დასაწყისამდე, განსაკუთრებით გავრცელდნენ იურულ პერიოდში. მათი თუთუსტარისებრი, გვერდებზე შებრტყელებულს სხეულის სიგრძე 12 მ აღწევდა. ჰქონდათ ერთი ზურგის ფარფლი და მძლავრი კუდის ფარფლი, ძლიერ დამოკლებული კიდურები საჭის ფუნქციას ასრულებდნენ. ნესტოები თავის ქალაზე უკან გადაადგილებული, დაგრძელებული ყბები აღჭურვილი ჰქონდათ ხშირი და წვეტიანი კონუსური კბილებით, დიდი ზომის თვალები - დაცული სკლეროტული ფირფიტებით. იქთიოზავრები ცოცხლადმშობი ცხოველები იყვნენ.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • გაბუნია ლ., ქსე, ტ. 5, გვ. 285, თბ., 1980
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე