იურიდიული დახმარების სამსახური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იურიდიული დახმარების სამსახური
უწყების შესახებ
შეიქმნა 2005
იურისდიქცია დამოუკიდებელი
თანამშრომლები 225 (2021 წ. საშტატო განრიგით)
ყოველწლიური ბიუჯეტი 8 170 500 ₾ (2022)
უწყების ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი, დირექტორი
უწყების ტიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირი
საიტი
www.legalaid.ge

იურიდიული დახმარების სამსახურისაჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევს გადახდისუუნარო მოსახლეობას. სამსახური არის დამოუკიდებელი უწყება და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე.

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური შეიქმნა 2005 წელს. 2005-2006 წლებში-ფუნქციონირებდა სსიპ „საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის“ სახით თბილისსა და ზესტაფონში. 2007 წელს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „იურიდიული დახმარების შესახებ“ და ჩამოყალიბდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, როგორც დამოუკიდებელი ორგანო.[1]

იურიდიული დახმარების სამსახური უფასო მომსახურებას უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის ბიუროების, საკონსულტაციო ცენტრებისა და მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის მეშვეობით.

სამსახური სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ყველა სერვისი ბენეფიციარებისთვის უფასოა.

ძირითადი ფუნქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამსახურის სერვისებია:

  • იურიდიული კონსულტაცია ყველასთვის – ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე;
  • სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა (განცხადება, შუამდგომლობა და სხვ.);
  • საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება სისხლის სამართლის პროცესში, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულისათვის, არასრულწლოვანი დაზარალებულის და გამოსაკითხი პირი/მოწმის ინტერესების დასაცავად;
  • საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის გარკვეულ საქმეებზე;
  • წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული სამართლის გარკვეულ საქმეებზე;

ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების 13 ბიურო: თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, თელავი, ზესტაფონის, გორის, ახალციხის, ფოთის, ზუგდიდი, რუსთავის, მცხეთის, სიღნაღის და ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროები, ასევე 39 საკონსულტაციო ცენტრი: ამბროლაურის, მესტიის, საჩხერის. ახალქალაქის. წალკის, მარნეულის, დმანისის, დუისის, დუშეთის, ყვარლის. ლაგოდეხის, შუახევის, ხულოს, ქობულეთის, წალენჯიხის, აბაშის, ჩხოროწყუს, სენაკის, მარტვილის, ხობის, ბაღდათის, წყალტუბოს, ჭიათურის, ქედის ცაგერის დედოფლისწყაროს, ონის, ახმეტის, ხაშურის და ლენტეხის საკონსულტაციო ცენტრები. წეროვანის დევნილთა დასახლებაში ასევე ფუნქციონირებს დისტანციური მომსახურების 1 ოთახი.

სამსახურის მართვის, მისი ფუნქციების ეფექტიანი შესრულების, სამსახურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია კოლეგიალური ორგანო — იურიდიული დახმარების საბჭო. იურიდიული დახმარების სამსახურს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც ჰყავს სამი მოადგილე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]