იუნლეს ენციკლოპედია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
1403 წლის მდგომარეობით

იუნლეს ენციკლოპედია ანუ იუნლეს დევიზით გამოცემული ენციკლოპედია (ჩინ 永樂大典, იუნლე და დიანი) — ქაღალდისგან დამზადებული ყველაზე დიდი ენციკლოპედია კაცობრიობის ისტორიაში, რომელშიც, ჩინელი მმართველის, იუნლეს, აზრით, უნდა გაშუქებულიყო 1407 წლის მდგომარეობით ჩინელი სწავლულებისთვის ყველა ცნობილი თუ გაგონილი საკითხი. ენციკლოპედიის შედგენაში ჰანლილის აკადემიის ათასობით მეცნიერი ჩაერთო. ენციკლოპედია 22 877 ხელნაწერ პერგამენტს მოიცავდა, რომლებიც, თავის მხრივ, 11 095 ტომად იყოფოდა. ამ ნაშრომში კონფუციანური ტექსტების ნაწილი და კლასიკოს ავტორთა ნაწარმოებების მთელი ტრაქტატებია შესული.

როგორც ჩანს, არსებობდა იუნლეს ენციკლოპედიის ერთადერთი სრული ეგზემპლარი. ჩვენს დრომდე მხოლოდ 400 ტომმა მოაღწია, რომელთა მეოთხედი ნაწილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 1962 გამოსცეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]