იუკიო ჰიმიიამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იუკიო ჰიმიიამა
დაბ. თარიღი 20 ივნისი, 1949(1949-06-20) (74 წლის)
დაბ. ადგილი კაშივაძაკი
მოქალაქეობა  იაპონია
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი ჰოკაიდოს საგანმანათლებლო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ტოჰოკუს უნივერსიტეტი

იუკიო ჰიმიიამა (იაპონ. 氷見山幸夫; დ. 20 ივნისი, 1949, კაშივაძაკი, ნიიგატის პრეფექტურა, იაპონია) — იაპონელი გეოგრაფი. ჰოკაიდოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი (2001-2005). ჰოკაიდოს პედაგოგიური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი. 1980 წელს ლონდონის კინგზ-კოლეჯში მიიღო მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი გეოგრაფიის დარგში. მოღვაწეობა დაიწყო ჰოკაიდოს პედაგოგიურ უნივერსიტეტში 1980 წელს და 1989 წლიდან იმავე უნივერსიტეტში არის გეოგრაფიის პროფესორი. არის 170-ზე მეტი სტატიის და წიგნის ავტორი ან რედაქტორი. მუშაობს მიწათსარგებლობის, სოფლის მეურნეობის გეოგრაფიის, გეოგრაფიული განათლების, გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის საკითხებზე. 2016 წლიდან იუკიო ჰიმიიამა არის საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის პრეზიდენტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]