იტალიის აფრიკისა და აღმოსავლეთის ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაფუძნდა 1995[1]
ტიპი კვლევითი ინსტიტუტი
ქვეყანა იტალია
იტალიის აფრიკისა და აღმოსავლეთის ინსტიტუტი — იტალია
იტალიის აფრიკისა და აღმოსავლეთის ინსტიტუტი
http://www.isiao.it/

იტალიის აფრიკისა და აღმოსავლეთის ინსტიტუტი (იტალიურად L'Istituto Italiano per l'Africa e l'Oriente, შემოკლებით IsIAO) — იტალიის საზოგადოებრივი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია. იგი შექმნილია წევრადობის პრინციპზე და აერთიანებს 300 წევრს.

იტალიის აფრიკისა და აღმოსავლეთის ინსტიტუტი არის ქვეყნის ყველაზე დიდი ცენტრი აფრიკანისტიკისა და აღმოსავლეთმცოდნეობის დარგებში. ინსტიტუტი დიდ როლს ასრულებს იტალიის სახელმწიფოს აფრიკისა და აღმოსვლეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობების განვითარების საქმეში.

იტალიის აფრიკისა და აღმოსავლეთის ინსტიტუტი აერთიანებს სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს, ეწევა გამოფენების, კონფერენციებისა და სპეციალური სემინარების ორგანიზებას, აქვეყნებს ჟურნალებსა და სამეცნიერო გამოცემებს. 1950 წლებიდან მოყოლებული ატარებს აფრიკული და აღმოსავლური ენებისა და კულტურების კურსებს, აწარმოებს არქიტექტურული ძეგლების რესტავრაციას (მაგ.; პერსეპოლისი, ირანი), და ახორციელებს ძეგლთა რესტავრაციისადმი მიძღვნილ თემატურ პროგრამებს.

ინსტიტუტი მდებარეობს ქალაქ რომში, Via Ulisse Aldrovandi, 16-ში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ROR Data — v1.19 — 2023. — doi:10.5281/ZENODO.7644942