ისპაჰანის შაჰის მეჩეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შაჰის მეჩეთი ისპაჰანში.

შაჰის მეჩეთი, ასევე იმამის მეჩეთი[1] — ყველაზე დიდი მეჩეთი ისპაჰანში, ირანი, ნაღშ-ი ჯაჰანის მოედნის სამხრეთით. მეჩეთი აიგო საფავიდთა მმართველობის პერიოდში, ირანის ისლამური არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშია და სპარსული არქიტექტურის ხელოვნების ქმნილებად მიიჩნევა. მეჩეთზე მშენებლობა დაიწყო 1611 წელს და რამდენიმე ათეული წელი გრძელდებოდა. მეჩეთის ფასადის დიდებულება მეტწილად განპირობებულია შვიდფერი მოზაიკური ფილების სილამაზითა და კალიგრაფიული ორნამენტული წარწერებით. ნაღშ-ი ჯაჰანის მოედანთან ერთად მეჩეთი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Blake, Stephen P.; Half the World. The Social Architecture of Safavid Isfahan, 1590–1722, pp. 117–9.