ირანის საპრეზიდენტო არჩევნები (2013)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
2009 ირანის დროშა 2017
ირანის საპრეზიდენტო არჩევნები
14 ივნისი, 2013
Hassan Rouhani2 cropped.jpg Mohammad Bagher Ghalibaf2 cropped.jpg
პრეზ. კანდიდატი ჰასან რუჰანი მოჰამად ბაგერ ღალიბაფი
პარტია CCA ISE
პირველი ტური 50.71% 16.56%
მოსახლეობა 18 613 329 6 077 292
نتیجهٔ انتخابات ۱۳۹۲.png

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების რუკა.იასამნისფერი, რეგიონები, სადაც რუჰანმა გაიმარჯვა. ყვითელი, რეგიონები სადაც ღალიბაფმა გაიმარჯვა. წითელი, რეგიონები სადაც ჯალილმა გაიმარჯვა. ლურჯი, რეგიონები სადაც რეზაიმ გაიმარჯვა.

მოქმედი პრეზიდენტი არჩეული პრეზიდენტი
მაჰმუდ აჰმადინეჟადი
აბადგარანი
ჰასან რუჰანი
CCA

მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ჩატარდა 2013 წლის 14 ივნისს. არჩევნების პირველივე რაუნდში გაიმარჯვა ჰასან რუჰანიმ, რომელმაც ხმების 50.71% მიიღო.[1][2] მეორე ადგილზე გავიდა თეირანის მერი, მოჰამედ ბაგერ გალიბაფი, მან ხმათა 16.55%-ის მოგროვება მოახერხა.[3]
2013 წლის ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი რეგისტრაცია გაიარა 680 კანდიდატმა, მაგრამ კონსტიტუციის გუშაგთა მიერ დამტკიცდა მხოლოდ 9 მათგანი: მოჰამად ბაგერ გალიბაფი, ღოლამ-ალი ჰადამ-ადელი, ალი აქბარ ველაიეთი, საიდ ჯალილი, მოჰსენ რეზაი, ჰასან რუჰანი, მოჰამად ღარაზი და მოჰამედ რეზა არეფი.[4] მოგვიანებით ორმა მათგანმა, ღოლამ-ალი ჰადამ-ადელმა და მოჰამედ რეზა არეფმა მოხსნეს თავიანთი კანდიდატურა.[5]
ირანის მოქმედმა პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა აღნიშნულ არჩევნებში კენჭს არ იყრიდა, რადგან მას უკვე ეკავა პრეზიდენტის თანამდებობას ორი ვადით.

საკანონმდებლო ცვლილებები[რედაქტირება]

2012 წლის ოქტომბერში საარჩევნო კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა იყოს 45-75 წლამდე. ასევე, კანდიდატს უნდა გააჩნდეს სულ მცირე მაგისტრის ხარისხი ან მისი ტოლფასი, ტრადიციული ისლამური სკოლის ხარისხი.

კანდიდატი[რედაქტირება]

კანდიდატების ოფიციალური რეგისტრაცია მიმდინარეობდა 2013 წლის 7-11 მაისს.
არჩევნებში კენჭი იყარეს შემდეგმა კანდიდატებმა:

შედეგები[რედაქტირება]

კანდიდატები ხმების რაოდენობა %
ჰასან რუჰანი 18.613.329 50,71
მოჰამად ბაგერ ღალიბაფი 6.077.292 16,55
საიდ ჯალილი 4.168.946 11,35
მოჰსენ რეზაი 3.884.412 10,58
ალი აქბარ ველაიეთი 2.268.753 6,18
მოჰამად ღარაზი 446.015 1,21
  გაუქმებული ბიულეტენები 1.245.409 3,39
  ჯამში 36.704.156 100 %


სქოლიო[რედაქტირება]

  1. ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰასან რუჰანი ლიდერობს
  2. ირანის ახალი მოულოდნელი პრეზიდენტი - ჰასან როჰანი
  3. Rohani becomes Iran’s new president (ინგლისური)
  4. ირანში საპრეზიდენტო კანდიდატებმა სატელევიზიო დებატები დაიწყეს
  5. საარჩევნო პროცესს გამოეთიშა ირანის პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი