იპოდრომის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იპოდრომის ხიდი
რუს. Ипподромный мост
კოორდინატები: 59°54′52″ ჩ. გ. 30°20′12″ ა. გ. / 59.91444° ჩ. გ. 30.33667° ა. გ. / 59.91444; 30.33667
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
გამოყენების სფერო საფეხმავლო
გადებულია შემოვლითი არხი
მასალა რკინა-ბეტონი
სიგრძე 26,8 
სიგანე
გახსნის თარიღი 1986 წ.
იპოდრომის ხიდი — რუსეთი
იპოდრომის ხიდი
იპოდრომის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
იპოდრომის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

იპოდრომის ხიდი (რუს. Ипподромный мост) — საფეხმავლო ხიდი შემოვლით არხზე, სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოსა და ფრუნზეს რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს უსახელო კუნძულსა და შემოვლითი არხის მარცხენა სანაპიროს. ხიდის სიგრძეა 26,8 მეტრი, ხოლო სიგანე — 3 მეტრი.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს სადარბაზოს შესახვევის დასაწყისში.

დინების ზემო მიმართულებით მდებარეობს ბოროვოის ხიდი, ხოლო ქვემოთ — ცარსკოე-სელოს რკინიგზის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურებია „შემოვლითი არხი“ და „პუშკინსკაია“.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იპოდრომის ხიდმა თანამედროვე სახელწოდება მიიღო 1944 წელს ამჟამინდელი პიონერთა მოედნის ადგილზე მდებარე იპოდრომის მიხედვით, რომელიც ააგეს XIX საუკუნის 80-იან წლებში ლეონტი ბენუას პროექტის მიხედვით და დაიწვა ლენინგრადის ბლოკადის დროს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იპოდრომის ხიდი ცნობილია 1944 წლიდან. ძველი ხიდი იყო ხისგან აგებული და სამმალიანი. ამ ფორმით ხიდი მოქმედებდა 1984 წლამდე. ამჟამად არსებული ხიდი აგებულია 1985-1986 წლებში პროექტს მიხედვით, რომელიც შეიმუშავეს ინჟნრებმა ვ. ი. ფელდმანმა, ა. პ. პეტროვმა და არქიტექტორმა ზ. გ. არტემიევმა.

კონსტრუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი ერთმალიანია, აგებულია რკინაბეტონით. ხიდი ეყრდნობა სანაპიროს კედლებს. მისი სიგრძეა 26,8 მ, ხოლო სიგანე – 3 მეტრი .

ხიდი გამოიყენება ფეხით მოსიარულეებისათვის. სავალი ნაწილიც ასფალტ-ბეტონითაა მოპირკეთებული. ხიდს აქვს თუჯის მოაჯირები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 37. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]