იოჰან ცერკლას ტილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოჰან ცერკლას ფონ ტილი

გრაფი იოჰან ცერკლას ფონ ტილი (გერმ. Johann t'Serclaes Graf von Tilly; დ. თებერვალი 1559, ვილერ-ლა-ვილი — გ. 30 აპრილი, 1632, ინგოლშტადტი) — იმპერიის ფელდმარშალი, ოცდაათწლიანი ომის გამოჩენილი მხედართმთავარი, რომელმაც რიგი მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვა.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ტილი დაიბადა ესპანეთის ნიდერლანდებში 1559 წელს, წარმოშობით წარჩინებული გვარიდან იყო, რომელიც ბრიუსელის მახლობლად ცხოვრობდა. აღიზარდა იეზუიტების სკოლაში, რომელმაც მას რელიგიური ფანატიზმი შთააგონა. თავისი სამხედრო კარიერა ტილიმ დაიწყო 15 წლის ასაკში ესპანეთის არმიაში, პარმის ჰერცოგის, ალესანდრო ფარნეზის ხელმძღვანელობის ქვეშ, აჯანყებული ნიდერლანდელების წინააღმდეგ ომში. რიგითი ჯარისკაცის როლში გამოიჩინა დიდი სიმამაცე, არაჩვეულებრივი ღვთისმოსავობა და ერთგულება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]