იოსებ გოგინაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იოსებ გოგინაშვილი (დ. 31 იანვარი, 1959 — გ. 3 სექტემბერი, 2022) — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი და პედაგოგი. დაიბადა ქალაქ თბილისში. 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1981-1982 წლებში იყო თბილისის 30-ე საშუალო სკოლის მასწავლებელი. 1983-1992 წლებში კი ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. იყო გაზეთ „ახალი თაობის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი 1993 წლიდან. ჟურნალ „სარკის“ (1997), გაზეთ „თბილისის სიახლენის“ (1998), „ჟურნალ "სპორტსიახლენის“, გამომცემლობა „გუმბათის“ და ასევე ჟურნალ „გუმბათის“ დამფუძნებელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვინ ვინაა საქართველოში, ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 1998-1999, გვ. 92, საინფორმაციო სააგენტო „ექსკლუზივ ნიუსი“, exclusivenews.ge

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]