იოსებ ბებუთაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იოსებ აღას ძე ბებუთაშვილი — XVIII საუკუნის თბილისის სავაჭრო-საფინანსო წრეების წარმომადგენელი და ერეკლე II-ის მიშკარბაში; აღა ბებუთაშვილის შვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოსებ ბებუთაშვილი იყო თბილისის სავაჭრო-საფინანსო წრეების წარმომადგენელი, ერეკლე II-ის მიშკარბაში (მონადირეთუხუცესის შემცვლელი სახელო XVIII ს. II ნახევარში). ეს სახელო მან 1784 წელს მიიღო. როგორც თვითონვე წერს, ამ თანამდებობაზე მას ფაქტობრივად, არც უმუშავია. უფრო ხშირად მეზობელ სახანოებში დესპანის როლს ასრულებდა ან სხვა საგანგებო დავალებით იყო დაკავებული. აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აოხრების შემდეგ ბებუთაშვილი მეფის ბრძანებით თბილისის აღდგენაზე მუშაობდა (როგორც ჩანს, ძირითადად საქმის სამეურნეო–საფინანსო მხარეს უძღვებოდა).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]